სამართალი
თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს გადასახადების დაფარვის ახალ წესს სთავაზობს და ფიქსირებულ გადასახადს უწესებს. შესაბამისად, მათ სპეციალური ბუღალტერიის წარმოება და სალარო აპარატის მოხმარება აღარ მოუწევთ. გადასახადის ოდენობას მთავრობა რაიონების მიხედვით ტერიტორიული პრინციპით დააწესებს. ახალი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას შევა.