საზოგადოება
ქართულ-ოსური მისიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ შაშიაშვილმა ქართულ-ოსური მისიის ხელმძღვანელთან, ქართული კულტურის ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ფერდინანდ ლორთქიფანიძესა და „თეთრების“ ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ხასიასთან ერთად პოეტ რეზო ამაშუკელს გადასცა ყოველთა ოსთა შეკრების მონაწილეთა მადლობის სიტყვები მისი ამაღლებული და მეგობრობით დატვირთული მისალმებისათვის ოსური კულტურის დღეების მონაწილეებისადმი.
რეზო ამაშუკელს გადაეცა „ქართველ ხალხთა ასამბლეის“ ვარსკვლავი – „ღირსების ნიშანი“ ქართველ და ოს ხალხებს შორის და საერთოდ კავკასიაში მშვიდობისა და მეგობრობის მისიისათვის.