საზოგადოება
პატრიარქის ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია გამოეხმაურა. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უწმიდესმა ქართველი ხალხის სათქმელი თქვა“. ალასანია მიიჩნევს, რომ „საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება სწორედ ქართველი საზოგადოების სურვილს ეხმიანება“.
„პატრიარქს სურს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდეს. ეს სურს ქართველ ხალხსაც. ამას ითხოვს სამართლიანობა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.