საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „საქართველოში მრავალშვილიანობა სასჯელია“

dimitri-lortqifanidze3თბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით (ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის") საქართველოში მრავალშვილიანობა სასჯელია. ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ვერ მოისმინა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ითვლება 5- და 6-შვილიანი ოჯახები მრავალშვილიანად და რატომ არ არის გათვალისწინებული მათი დახმარება.

ლორთქიფანიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მრავალშვილიანად აღიარებულია მხოლოდ 7-შვილიანი ოჯახი და დახმარება თითოეულ ბავშვზე 5 ლარია გათვალისწინებული, თანაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმაა.

„მრავალშვილიანობა უკვე სასჯელია საქართველოში და ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს საკითხები პასუხგაუცემელი?!“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა და არავითარი სოციალური მიმართულება არ გააჩნია.