სამართალი
ამჯერად კენჭისყრის გაყალბების კონკრეტული ფაქტები „პალიტრაTV“-ის ობიექტივში მოხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხვა დეპუტატების პულტებს აჭერენ თითს. თუმცა აღმოჩნდა, რომ გაყალბება ხდება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე დეპუტატი ადგილზე არ არის, არამედ მაშინაც, თუ ის დარბაზშია (ინტერნეტმაუწყებლის კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარბაზში ზის, პულტს თავად არ აჭერს თითს და ამ ფუნქციას მისი გვერდით მჯდომი გიორგი იმნაძე ასრულებს).
ცისკარიშვილი ამბობს, რომ მის მაგივრად ხმას ხანდახან აძლევენ და იქვე დასძენს, რომ ასე