პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი თბილისშია

oliver-spencerთბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი თბილისში ჩამოვიდა. ის შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებთან გამართავს. მთავარი განსახილველი საკითხი გაისად საქართველოში დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმი იქნება.

„ვიზიტის ფარგლებში ეუთოს ქართული დლეგაციის წევრებს შევხვდები. განვიხილავთ გაზაფხულზე დაგეგმილ ფორუმის დეტალებს, რომელიც საქართველოში გაიმართება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სპენსერ ოლივერმა.

ცნობისთვის: ფორუმი საქართველოში 2012 წლის მაისში გაიმართება და მასში ეუთოს 55 წევრი ქვეყნის 200-ზე მეტი დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.