საზოგადოება
კლუბ „გურია“ ლანჩხუთის ვეტერან ფეხბურთელთა განცხადება

guriaaთბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი.

საფეხბურთო კლუბ „გურია“ ლანჩხუთის ვეტერან ფეხბურთელთა

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ქართული ფეხბურთის სახელოვანმა წარმომადგენლებმა –„გურია“ ლანჩხუთის ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მოგვმართეს და გვთხოვეს, გამოგვექვეყნებინა მათი განცხადება, რასაც სიამოვნებით ვასრულებთ.

„ჩვენ, ლანჩხუთის „გურიას“ ვეტერანი ფეხბურთელები მხარს ვუჭერთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

ღრმად გვწამს, რომ ბატონი ივანიშვილის გარშემო ჯანსაღი ძალების გაერთიანება შესაძლებელს გახდის პოლიტიკური პროცესების კოორდინირებულ მართვას და ერთობლივი ძალისხმევით სახელმწიფოს განვითარების ოპტიმალური მოდელის შემუშავებას.

ჩვენ, ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებმა, 1990 წელს გადამწყვეტი სიტყვა ვთქვით ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარების საკითხზე. დღეს კი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავზე, სამწუხაროდ, ვერაფრით მოვიწონებთ თავს.

ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა მხრიდან სულ გვესმის საუბარი ერთსა და იმავე პრობლემებზე, რომელთა მოგვარებას საშველი ვერა და ვერ დაადგა: კვლავ დაბალ დონეზე ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, რეგიონებში ფეხბურთი თითქმის ჩამკვდარია, ბავშვთა ფეხბურთში პრობლემების გადაწყვეტის ნიშანწყალიც არ ჩანს და ა.შ.

ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს ქართული ფეხბურთის ღრმა კრიზისი.

ჩვენ იმედით შევცქერით მომავალს და გვჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და მის მიერ დაფუძნებული პარტიის პროგრამაში სათანადო ასახვას პოვებს ქართული სპორტის, სახელდობრ კი, ფეხბურთის რეალური რეფორმა.

 

პატივისცემით,

თემურ ჩხაიძე, დავით უგრელიძე, მერაბ მეგრელაძე, გია გილიგაშვილი, გია თავაძე, მერაბ თევზაძე, ვახტანგ ქორიძე, მურმან აკოფიანი, ავთანდილ ქანთარია, თემურ ებანოიძე, ლევან მელიქია, ვლადიმერ ახობაძე, ავთანდილ ნარიაშვილი, ანზორ გაბიტაშვილი, მურმან ძაგანია, ზურაბ ნემსაძე