რელიგია
13 ნოემბერი – 100 000 მოწამის ხსენების დღე. მთელი საქართველო ერთად!..

asi-aTasiთბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „მოგვიახლოვდა ჩვენი დიდი დღესასწაული – ხსენება წმიდათა ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა. ასეთი მოვლენა, ასეთი რიცხვი მოწამეთა არ ყოფილა არცერთ ქვეყანაში. მეტეხის ხიდზე შესრულებული იქნება საზეიმო პარაკლისი, მტკვარში ჩავყრით ყვავილებს, გვირგვინს და ამით პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა-კურთხევა ჩვენ და მთელ საქართველოს. ამინ!“ (პატრიარქის ქადაგებიდან).

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ და საზოგადოება „კვირიკე“ 2011 წლის 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის მასშტაბით აწყობს მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით. კათოლიკოს პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს.

ლოცვითი მსვლელობა დაიწყება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიადან“  მეტეხის ხიდის მიმართულებით.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს პატიოსანი ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მტკვარს და ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოსა და მის დედაქალაქს – თბილისს...

ერთად მივაგოთ პატივი გმირ წმინდან წინაპრებს!!!