საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

sasaxleeeeeთბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. 16:31 საათზე საქინფორმმა ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან მიიღო განცხადება, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

„დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე. ზაზა კობახიძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. ზაზა კობახიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, ოფიციალურ ბრალად მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ის დაკითხვაზეც იმყოფებოდა. სამართალდამცველებს  ზაზა კობახიძისგან აინტერესებდათ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან. ზაზა კობახიძემ მათ აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ისინი წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ. ზაზა კობახიძე სამართალდამცველებმა კვირას, 6 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, როცა ის სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის კურთხევაზე მიდიოდა“.