სამართალი
თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს დღეისთვის დაგეგმილ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, სააქციო საზოგადოება „აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ საწყისი გასაყიდი ფასი 6 600 000 ლარია. მისი დებიტორული დავალიანება – 22 054 274 ლარი; ხოლო კრედიტორული – 4 140 002 ლარი.