საზოგადოება
მათივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ერთად, ახლო მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას დაიწყებს. კერძოდ:
1. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო მექანიზმების შექმნა;
2. ყველა იმ პირის სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდასაჭერ პროცესებში ჩაერთვება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდება;
3. პატიმრების დასახმარებლად მიმართული სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა და თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანობის განცდა პრიორიტეტული იქნება იმ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 25 ნოემბერს დააფუძნებს“, – აღნიშნავენ ივანიშვილის პრესსამდივნოში.