პოლიტიკა
ნატოს საბჭოს სხდომა საქართველოს პარლამენტში

rasmus2თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს  საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები.

სხდომაზე მოხსენებით გამოვა „ქრისტიან-დემოკრატების“ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე.

მოხსენების მთავარი თემებია: არჩევნები და დემოკრატია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა.