რელიგია
თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუის-ურბნისის ეპარქია დღეს წმიდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს და ურბნისობას ზეიმობს. სოფელ ურბნისში წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში რუის-ურბნისის მეუფე იობი და ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი პარაკლისს აღავლენენ. წმიდა ნეოფიტე ურბნელის ხსენებასთან დაკავშირებით ურბნისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრევლი და სასულიერო პირებიც ჩავიდნენ.
დღევანდელ დღეს მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეც მიულოცავს, რომელიც ურბნისში ჩაბრძანდება.ნეოფიტე ურბნელი წარმოშობით სპარსი არაბი იყო, რომელიც შიომღვიმეში ნანახი სასწაულის შემდეგ ბერად აღიკვეცა. მისი სურვილი იყო, ისეთი მოწამეობრივი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც – პირველმოწამე სტეფანეს, რომელიც ქვებით ჩაქოლეს. ნეოფიტე ურბნელიც VIII საუკუნეში ურწმუნოებმა ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი V საუკუნეშია აგებული.