საზოგადოება
პრემიების ბუმი ზუგდიდში

sakrebulloზუგდიდი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის საკრებულომ გუშინ გამართულ სხდომაზე საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურების თანამშრომლებზე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელფასს გათანაბრებული ფულადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღო.

გიორგობის დღესასწაულზე ფულადი დახმარების გაცემა ადგილობრივ ბიუჯეტს 80 თას ლარზე მეტი დაუჯდება.

რელიგიურ დღესასწაულზე პრემიების გაცემა ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებებში პირველი შემთხვევა არ არის. ხელფასს გათანაბრებული პრემიები ზუგდიდის საკრებულომ აღდგომაზე, პეტრეპავლობაზე, მარიამობაზე და ვლაქერნობაზეც გასცა.

ცნობისთვის, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 2360–2360-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია. სწორედ ამდენივეს შეადგენს მათი ხელფასიც.

შეგახსენებთ, რომ შარშან საკრებულომ პრემიებისა და ხელფასებისათვის 260 ათას ლარზე მეტი დახარჯა. გამგეობამ კი თანამშრომლების ხელფასებისა და პრემიებისთვის მილიონ ნახევარ ლარზე მეტი „გაიღო“.