პოლიტიკა
თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ქვეყნის ხელისუფლების მოწვევით დღეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ეწვევიან, მათ შორის, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ორდღიანი ვიზიტის პირველ დღეს ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც მიიღებს მონაწილეობას.ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენმდივანი და საბჭოს სხვა წევრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან.
საბჭოს სხდომის გარდა, ნატოს ელჩები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ მეომრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.