აქტუალური
თოვლის საფარმა აჭარის მაღალმთიანეთში ერთ მეტრს გადააჭარბა

aWara4აჭარა, 8 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე, თოვლის საფარმა 1.50 სანტიმეტრს მიაღწია. ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტომანქანის მოძრაობა შეზღუდულია. თოვლის საფარქვეშ მოყოლილია ოთხი ავტომობილი. ღორჯომისა და დიოკნისის თემის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე ვითარების გასაცნობად უკვე იმყოფებოდნენ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. მათ სახიფათო ზონიდან ათი ადამიანის გადმოყვანა შეძლეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ბოლქვაძის განცხადებით, მეწყრის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.