პოლიტიკა
თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზრე განხილულ საკითხთა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ და მხოლოდ ზოგადად ამბობენ, რომ პრეზიდენტთან ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი, რეგიონულ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.