პოლიტიკა
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. 2011 წლის 5 ნოემბერს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბიზნესმენი ინტერვიუში იმ პოლიტიკოსებზეც საუბრობს, რომლებთანაც მომავალში ითანამშრომლებს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება. ივანიშვილის თქმით, „განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც მათ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, ის კი ამას გამორიცხავს“.