რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „9 ნოემბერს საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს!“

w02007 წლის 3 ივლისს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ «РИА НОВОСТИ»-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: მსო-ში შესასვლელად რუსეთისათვის მისაცემი ხმა ერთადერთი კოზირია, რომელიც საქართველოს შემორჩა: მისი ხმის გარეშე რუსეთს  მსო-ში, უბრალოდ, არ მიიღებენ. და თუ ახლა მას სამხრეთ ოსეთზე გავცვლით, მერე აფხაზეთს რაღა ვუყოთ?!

შეგახსენებთ, რომ საქართველო უკანასკნელი იყო 153 წევრ ქვეყანას შორის, რომელიც 08.08.08 ომის შემდეგ გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის ფედერაციის გაწევრებას, თუმცა…

ზეგ, 2011 წლის 9 ნოემბერს, ჟენევაში საქართველო ხელს მოაწერმსო-ს თაობაზე შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან (მოლაპარაკებაში მედიატორის – შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს), რაც, პრაქტიკულად, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია! რუსეთთან მსო-ზე შეთანხმება სააკაშვილის მეორე დიდი მარცხია 08.08.08 ომში დამარცხების შემდეგ, და არა ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვება...

 

«С чего начинается Родина?»

აქ პუტინის საყვარელი სიმღერა არ იგულისხმება, სათაურის სიტყვები პირდაპირ უნდა გაიგოთ: საიდან იწყება საქართველო, სად არის მისი საზღვრები? თუ იმ შეთანხმებით  ვიმსჯელებთ, რომელსაც მხარეები 2 დღეში მოაწერენ ხელს, საქართველო ზუგდიდიდან, გორიდან და ყაზბეგიდან იწყება:

უარს იტყვის  რა თავდაპირველ უმთავრეს მოთხოვნაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე, რუსეთის ჯარების გაყვანაზე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ელექტრონულ მონიტორინგზე დათანხმდება;  

ელექტრონულ მონიტორინგს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ახლანდელ დე ფაქტო საზღვრებზე განახორციელებენ არა საერთაშორისო დამკვირვებლები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს მისიების სახით, როგორც ქართული მხარე მოითხოვდა, არამედ კერძო აუდიტკომპანია;

კერძო აუდიტკომპანია შუამავალი – შვეიცარიმოიწვევს, და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ან ევროკავშირი, როგორც ამას ოფიციალური თბილისი მოითხოვდა;  

კერძო აუდიტკომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კი არ განახორციელებენ, როგორც ამას პრეზიდენტ სააკაშვილი საჯაროდ ამტკიცებს, არამედ მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე:

1) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ვესიოლოეზე“ (სოჭის რაიონის დაბა ფსოუ, უროჟაინაიას ქუჩა, მდინარე ფსოუზე გადასასვლელი ხიდის წინ იხ. ფოტოებზე) საქართველო: მდინარე ენგურზე გადასასვლელი ხიდის წინ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქალაქ ზუგდიდში;

2) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ზარამაგზე“ (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია, ალაგირის რაიონის სოფელი ზარამაგი, როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის იქით) საქართველო: ქალაქ გორის მახლობლად;

3) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის ვლადიკავკაზის ოლქში) საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, სტეფანწმინდის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში.

თუკი ფსოუ, ზარამაგი, ზემო ლარსი რუსეთია, რუსეთის საზღვარი, მაშასადამე, საქართველოს საზღვარი ზუგდიდში, გორში, ყაზბეგში გადის, საიდანაც დღეს, ვაი-პოლიტიკოსთა გამოისობით, ჩვენი სამშობლო საქართველო იწყება?! ყაზბეგის შემთხვევაში – ყველაფერი გასაგებია, ზუგდიდსა და გორს კი რა ვუყოთ? 

თუმცა, აქაც ყველაფერი გასაგებია, ოღონდ – საქართველოს დღევანელ ხელისუფლებასთან...

 

მერსედესი ლადას სჯობია: რაში სჭირდება რუსეთს მსო?

2011 წლის 25 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულმა ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს დირექტორმა გუნარ ვიგანდმა პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველო სწრაფად უნდა დათანხმდეს მსო-ში რუსეთის შესვლას. ვიგანდი დაგვემუქრა, რომ უარის შემთხვევაში ევროკავშირი მზად არის მსო-ში რუსეთის მიღების შესაძლებლობა ა.წ. 15 დეკემბერს მინისტერიალზე განიხილოს (მსო-ს წესდება ამგვარ განსაკუთრებულ ზომასაც ითვალისწინებს).  საქართველო სწრაფად დათანხმდა , რუსეთიც – მოგვიანებით, 2011 წლის 2 ნოემბერს, სოლიდურობისათვის 8-დღიანი დაყოვნების შემდეგ, თითქოსდა კომპრომისული ვარიანტის ყველა პლუსსა და მინუსს აანალიზებდა... და თუკი 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში საქართველო და რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ მოაწერენ ხელს შეთანხმებას მსო-ს თაობაზე, რუსეთს მსო-ს წევრად უკვე ა.წ. 15-17 დეკემბერს მსო-ს გენერალური საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

შეკითხვა: რაში სჭირდება რუსეთს მსო-ში სასწრაფოდ შესვლა, რასაც ევროკავშირი და აშშ „რატომღაც“ დაჟინებით ლობირებენ? ამით ხომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო რეგლამენტების ჩარჩოებში მოექცევა და ვეღარ დაიცავს სამამულო – რუსულ ბაზარს იმპორტისგან, რომელიც (თუ, მაგალითად, საავტომობილო პროდუქციას შევადარებთ) ბევრად უკეთესი და, მაშასადამე, უფრო კონკურენტუნარიანია? დღეს ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ „მერსედესი“ „ლადას“ სჯობია?!

მაგრამ თავი აქ – ევრაზიული კავშირია ვ. პუტინის ახალი ინტეგრაციული პროექტი „რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ („ЕЭП“), რომელიც სულ მალე – 2012 წლის 1 იანვარს აიღებს სტარტს. მსო არის „საფირმო ბრენდი რუსეთისთვის, ხარისხის ნიშანი ევრაზიული კავშირისათვის, რომელიც მას უფრო მიმზიდველს  გახდის რუსეთის ფედერაციის პარტნიორებისათვის „ЕЭП-ში. ევრაზიული კავშირის ლიდერის (რუსეთის) მსო-ში გაწევრება იქცევა ხიდად  მას და ევროკავშირს, აგრეთვე აშშ-ს შორის. ამით ორივე მხარე მოიგებს: „ЕЭП“ წევრ-ქვეყნების ეკონომიკებისთვის მისაწვდომი გახდება ევროკავშირის მოწინავე წევრ-ქვეყნებისა და აშშ-ს ტექნოლოგიები, ეს უკანასკნელნი კი რუსეთისა და „ЕЭП” წევრ-ქვეყნების უმდიდრეს ბაზარზე შევლენ.  

მსო-ს თამაშის წესებისადმი დაქვემდებარებით  რუსეთის ფედერაცია უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე წააგებს: ის საერთო თამაშში სრულუფლებიან მოთამაშედ ჩაერთვება და უზარმაზარი ეკონომიკური რესურსის წყალობით ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შიგნით სიტუაციის გაკონტროლებას თუ არა, სერიოზულ გავლენს მოხდენს.  

რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი დ. მედვედევი კი, რომელიც, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მალე გადადგება, რათა 2011 წლის 4 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებისათვის მმართველი პარტიის – „ედინაია როსიას“, სიას ჩაუდგეს სათავეში, ისტორიაში შევა როგორც პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის 18-წლიანი მცდელობის შემდეგ – მსო-ს წევრი გამხდარიყო, ამის განხორციელება შეძლო. 

 

«Что тут пить», ანუ რა არის აქ სამონიტორო?!

შეძლებს თუ არა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, თუკი რუსეთი მსო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება? სააკაშვილისთვის «поздно пить „Боржоми“ – სავაჭრო ურთიერთობები ორ მსო-წევრ ქვეყანას შორის (საქართველოს და რუსეთის) აწი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესებით დარეგულირდება და ქართველ მწარმოებლებს საქართველოს პრეზიდენტის სიჯიუტე, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს,  ამიერიდან ხელს ვერ შეუშლის.

მაგრამ მთავარი კითხვაა – რა არის აქ სამონიტორო? შვეიცარიელთა მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის საერთაშორისო აუდიტორები თავაზიანად მიიღებენ რუსი და ქართველი მებაჟეებისაგან მონაცემებს ტვირთზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ტრანზიტით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში შემოდის, მათ თავიანთ პორტატულ კომპიუტერებში შეიტანენ და მსო-ს მონაცემთა ინტეგრირებულ ელექტრონულ ბაზას გადასცემენ (საეჭვოა, რომ მათ მისცენ დალუქული კონტეინერების გახსნისა და ტვირთის დათვალიერების უფლება, რადგან ეს, საერთაშორისო წესებით, მხოლოდ მებაჟეების პრეროგატივაა). 

შეკითხვა №1: რომელი ჭკუათმყოფელი გამოაგზავნის დღეს  სასაქონლო ტვირთს რუსეთიდან საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, ან პირიქით იმავე მარშრუტით?! ცხადია, რომ ასეთი ტვირთი არ არსებობს და ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფლიქტის სრულ მოგვარებამდე  არც იქნება. მაგრამ თუ ტვირთი არ არის, მაშ რაღაა სამონიტორო?! (სხვათაშორის, აფხაზეთში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა კიტოვანმა 1992 წელს რუსეთიდან საქართველოში რკინიგზით შემომავალი  ტვირთების „გამონიტორება“ მოისურვა...).

ხოლო თუ ლაპარაკია სამხედრო ტვირთზე ვინ შეუშლის ხელს რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულთავისი სამხედრო ბაზებსაზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო ან საავტომობილო გზებით მოამარაგოს?

შეკითხვა №2: საზღვაო და საჰაერო ტვირთს რაღა ვუყოთ?! ვისგან მიიღებს საქართველოს მთავრობა მონაცემებ ტვირთებზე, რომელიც რუსეთიდან გემებით ჩავა სოხუმის, ოჩამჩირს, გაგრ და ახალი ათონის საზღვაო პორტებში? და სატვირთო თვითმფრინავებით სოხუმის და გუდაუთის მახლობლად ბომბორას აეროპორტებში?!  

ან ტვირთზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შევ რკინიგზით (სასაზღვრო გადასასვლელი ბეიუკ-კიასიკი – სარკინიგზო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „გარდაბანი“) და საავტომობილო გზით (საავტომობილო საკონტროლო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „ვახტანგისი“, „ცოდნა“)?!

შეკითხვა №3: რა შუაშია აქ ზემო ლარსი? იქ ხომ არ არის „სატრანსპორტო დერეფანი“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, და საქართველოს რუსეთისგან მხოლოდ „ნეიტრალური მიწის“ რამდენიმე კილომეტრი ყოფს...

იქნებ, აქ მონიტორინგი რუსეთს უფრო აძლევს ხელს, ვიდრე საქართველოს? იმიტომ ხომ არ დაამატებინა რუსეთმა ეს პუნქტი ხელშეკრულებაში, რომ გააკონტროლებს ქართველი მებაჟეები, რათა მომავალშიც მათ თვითნებურად“ (ანუ, მიშას მითითებით!) არ დააკავონ რუსეთიდან შემომავალი საქართველოს გავლით – სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთები?! დიახ, სომხეთის, რომელიც მსო-ს წევრი და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია...

 

P.S. როგორც ამბობენ, შეთანხმება ყოველთვის კარგია, იმიტომ, რომ თანხმობიდან მოდის. მაგრამ ამ შეთანხმებით სომხეთი თავის ტვირთებს დაუბრკოლებლად მიიღებს, რუსეთი – WTO-ს, საქართველო კი – უსარგებლო ინფორმაციას რუსეთისა და თავისი ახალი საზღვრებიდან...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

w1 w2
w3 w4
w5 w6
w7 w8