სამართალი
თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თანაბარი ოდენობის ხელფასი ექნებათ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.აქამდე სახალხო დამცველს საკუთარი თანამდებობრივი სარგო თავადვე უნდა განესაზღვრა. კანონპროექტით კი, სახალხო დამცველის ხელფასი წინასწარ იქნება დადგენილი. კერძოდ, სახალხო დამცველს თანამდებობრივი სარგო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცემა.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 650 ლარია.