პოლიტიკა
თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დღეს უფრო სუსტია, ვიდრე იგი „ვარდების რევოლუციამდე“ იყო. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა.
თემურ იაკობაშვილმა გუშინ ჰოპკინსის უნივერსიტეტში რევოლუციებისა და მათი ტრანსფორმაციული ძალის შესახებ მოხსენება წაიკითხა.იაკობაშვილმა მსოფლიოში მომხდარი რევოლუციური ძვრები, მათი გამაერთიანებელი მუხტი და სამომავლო ტრანსფორმაციის შესაძლებლობები საქართველოს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მაგალითზე განიხილა. ელჩმა აღნიშნა, რომ კონტექსტი, რომელიც რევოლუციებს მუხტს აძლევს, ყველგან ერთნაირია, თუმცა ყველა მათგანი კონკრეტული პრობლემატიკითა და განვითარების შესაძლებლობებით ხასიათდება.
იაკობაშვილის განცხადებით, ქართული რევოლუციის უპირველესი მიღწევა იყო უმოქმედო სახელმწიფოს ფუნქციონირებად ქვეყნად გარდაქმნა, ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტები კი საქართველოს პოსტრევოლუციური მთავრობის ყველაზე დიდ მონაპოვრად დაასახელა.