საზოგადოება
თანადგომა ბიძინა ივანიშვილს

xelmowereba2თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, ხალხმრავლობაა ბანკი „ქართუს“ ცენტრალურ ოფისთან. ქართველი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი ხელისუფლების ძალადობის გასაპროტესტებლად ბანკი „ქართუს“ ფილიალებსა და ცენტრალურ ოფისში ანაბრებს ხსნის: ვისაც რამდენი შეუძლია, ზოგს – ლარი, ზოგს – ხუთი ლარი, ზოგსაც მეტი შეაქვს.  ამის პარალელურად, „სამოქალაქო ერთობის“ ოფისში (რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან – დარბაზ „ჯაზუში“, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში), ამავე ორგანიზაციის ინიციატივით, ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის (ხელახლა) მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მოთხოვნა ასეა ფორმულირებული: „ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს!  მოვითხოვთ, მიანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს“.

ოფისში ათასობით მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი ნება. ხელმოწერები გრძელდება.