სამართალი
„ქართული პარტია“ გოგელიასთან ურთიერთობას წყვეტს

gogelia2თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული პარტიიდან“ აცნობეს, პარტია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, „ქართული პარტია“ ყოველგვარ კავშირს წყვეტს მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან და აცხადებს, რომ მასთან ურთიერთობა, პოლიტიკური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებლად მიაჩნია“, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.