სამართალი
თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მსჯავრდებულებს, რომლებიც საპატიმროებში არსებულ ქცევის წესებს არ არღვევენ, საშუალება მიეცემათ, დამატებითი ხანგრძლივი პაემანით ისარგებლონ (სატელეფონო და ეგრეთ წოდებული ვიდეოპაემანი).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებაზე პარლამენტში იმსჯელეს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება კიდევ ერთ სიახლეს გულისხმობს. შეიქმნება პირობითი მსჯავრის განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია. მისი წევრები ერთი წლის ვადით დაინიშნებიან და ჯგუფი როტაციის წესით ყოველწლიურად განახლდება. აღნიშნული ცვლილება სოციალურად დაუცველი პრობაციონერებისთვის სახელმწიფო დაზღვევასაც გულისხმობს.