საზოგადოება
„ქართული ოცნება“

qarTuli-ocnebaთბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის გვერდზე (Bidzina Ivanishvili official) ბიზნესმენის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ფუძნდება.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს შედგება. საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება. დარბაზის გამოყოფის თხოვნით ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ფილარმონიის ხელმძღვანელობას დღეს მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი“.