პოლიტიკა
„რუსეთში მთელი ქართველი საზოგადოების მიმართ კრემლის მხრიდან იყო აგრესია. ადამიანებს რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით აგზავნიდნენ. ყველა ბიზნესი, რომელიც ქართულ სახელებთან იყო დაკავშირებული, გაჩერდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სრულად შეინარჩუნა საკუთარი ბიზნესი, ბიძინა ივანიშვილია“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
კითხვაზე – როცა ივანიშვილი იყო ხელისუფლების პარტნიორი, მაშინ არ ჰქონდა კრემლს მასზე გავლენა? – კუბლაშვილმა უპასუხა: „შეიძლება ეს გავლენა ჰქონდა, მაგრამ ახლა ამ გავლენას ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებს“.
ასევე, კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ კრემლმა ივანიშვილი არჩევანის წინააშე დააყენა – „ან ხარ ჩვენთან ერთად და ინარჩუნებ ბიზნესს, ან ეს ბიზნესი რჩება რუსეთში“.