სამართალი
როგორც „რეზონანსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, ამის გამო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ირაკლი ტაბლიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა, რადგან ჩათვალეს, რომ მან ამით აღიარა ტელევიზიების ჟურნალისტთა მიერ დასმული კითხვების თითქოსდა ხელისუფლებასთან შეთანხმება. ამავე წყაროს ინფორმაციით, ტაბლიაშვილი დაიბარეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გია ჭანტურიამ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ და ჩაკეტილ ოთახში თათბირობდნენ. თუმცა ამ შეხვედრაზე რა ითქვა, არავინ იცის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თავად ირაკლი ტაბლიაშვილიც აცხადებს, რომ დღეის მონაცემებით, იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია და მუშაობს ჟურნალის შემდეგ ნომერზე.