პოლიტიკა
თბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის გვერდზე (Bidzina Ivanishvili official) ქვეყნდება, 29 ოქტომბერს ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი. 2 ტრანსფორმატორი და 2 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი განკუთვნილია საჩხერის სამედიცინო ცენტრისათვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ატუ“ რამდენიმე თვეში დაასრულებს. დაკავებული ტვირთის შემადგენლობაშია სავენტილაციო მოწყობილობებიც, რაც რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვისაა განკუთვნილი.