თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ – ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე ჟურნალისტებს ათი კითხვით მიმართავს, რომელთაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„1. იცით თუ არა, რომ ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობა ობიექტურობაა?
2. 230 ჟურნალისტიდან რამდენს გქონიათ საშუალება, შეხვედროდით და მწვავე კითხვები დაგესვათ ამ ქვეყნის რომელიმე რეალური მმართველისადმი – მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილის ან ზურაბ ადეიშვილისთვის?
3. გაქვთ თუ არა აღნიშნულ პირებთან ისეთ ღია პრესკონფერენციაზე შეხვედრისა და კითხვების დასმის მოთხოვნილება, როგორც ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილთან?4. პრეზიდენტის პრესმდივნის ან რომელიმე მინისტრის მიერ მოწყობილი პრესკონფერენციისას გაქვთ თუ არა მათთან კითხვების დასმისას „ჩაკითხვის“ ან კითხვის დასმის შემდეგ „გასაუბრების“ გაგრძელების უფლება ან ამაზე პრეტენზია?
5. ოდესმე გაგჩენიათ (ან, მით უმეტეს, გამოგითქვამთ) პროტესტი რომელიმე სამთავრობო დაწესებულებაში შესვლისას თქვენი პირადი ჩხრეკის გამო?
6. 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით თუ გქონდათ ისეთი უკიდურესი და თავგანწირულობამდე მისული პროტესტი, როგორც ამას აკეთებდით ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე მიკროფონის მოსაპოვებლად?
8. ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, მიხეილ სააკაშვილისათვის გეკითხათ, არის თუ არა ის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში? ნებით ჩააბარა თუ არა ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს? რატომ გადასცა მტრულად გამოცხადებულ ქვეყანას ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი სფეროები?
9. ოდესმე დაგისვამთ შეკითხვა ქვეყნის პირველი პირისადმი, ვინ იყო 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს ქართველი როდიონოვი, ან როდის დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის და ქუჩაში უდანაშაულოდ ჩახოცილი სხვა ბიჭების მკვლელები?
10. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გაგჩენიათ თუ არა კითხვა, რატომ არიან ხელისუფლებაში და პრეზიდენტთან მეგობრულ ურთიერთობებში გირგვლიანის, ჟვანიასა და სხვათა მკვლელები, ან რატომ არიან ხელისუფლებაში წაგებული ომის „მთავარსარდალი“ და „გენერლები“?“.