საზოგადოება
„პირუტყვი გვყავდა და თავს იმით ვირჩენდით, რომ გვითხრეს, ბარგი შეკარითო, გავყიდეთ და ახლა გვეუბნებიან, თქვენი ადგილი ფოთში არ არის და 2012 წლის ბოლომდე აქ დარჩებითო“, – აცხადებს საქინფორმთან საუბრისას დევნილი ტრისტან გვაგვალია.
ამასთან, დევნილების თქმით, ელექტროქვესადგურს გამოსხივება აქვს, რის გამოც მობინადრეებს სხვადასხვა დაავადება განუვითარდათ.
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროს ლევან მიქავას თქმით, „აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით ცვლილებები და ამ ობიექტში მცხოვრები დევნილების ფოთში ჩასახლება ახლო მომავალში არ იგეგმება“.