სამართალი
თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბანკიდან ყალბი საბუთების მეშვეობით თანხის თაღლითურად გამოტანის მცდელობის ფაქტზე დედოფლისწყაროში მცხოვრები ორი პირი დააკავეს – მეწარმე გენადი ვანიევი და ყოფილი პოლიციელი, ქალაქ დედოფლისწყაროს მიკრორაიონში მცხოვრები გოჩა (გედი) ქოქიაშვილი.
როგორც ინტერნეტგაზეთმა „ქიზიყმა“ გაარკვია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროისთვის ისინი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
„ქიზიყის“ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში 9 ნოემბერს არის დანიშნული.
www.qiziki.blogspot.com