პოლიტიკა
თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ჟენევაში რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
ამის შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა.
ქართულ-რუსული სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 9-10 ნოემბერსაა დაგეგმილი, 10-11 ნოემბერს კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სამუშაო ჯგუფების გადამწყვეტი ფორმალური რაუნდი უნდა გაიმართოს.როგორც რუსული მედია აღნიშნავს, „მოლაპარაკებები, რომელიც უკვე 18 წელია, გრძელდება, სავარაუდოდ, 15-17 დეკემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტრების კონფერენციაზე უნდა დასრულდეს“.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამ დროისთვის 153 სახელმწიფოს აერთიანებს. რუსეთმა ორგანიზაციაში გაწევრებაზე განაცხადი 1994 წელს წარადგინა.