პოლიტიკა
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი თავის მხარეს არავითარ დამკვირვებლებს არ მოითმენს. ეს განცხადება აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მდინარე ფსოუზე ქართული საბაჟო კონტროლის შესაძლო დამყარების კომენტირებისას გააკეთა. „ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა იქნება“, – აცხადებს ჩირიკბა.
„იმის გამო, რომ ეს პროცესი შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. როგორც კი რუსეთის პოზიცია გახდება ნათელი, ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ“, – განაცხადა ჩირიკბამ. შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების საკითხთან მიმართებაში შვეიცარიელი შუამავლების წინადადებაზე თანხმობა განაცხადა, რომელიც საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ტვირთების გადაზიდვის ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს.