აქტუალური
სახალხო დამცველის კომპეტენცია იზრდება
saxalxo-damcvთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ომბუდსმენი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა შეამოწმოს და დასკვნა მოამზადოს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით მისი უფლება-მოვალეობები ზუსტად დაკონკრეტდება. კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს დღეებში განიხილავენ. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ამ დაწესებულებებში აქამდეც ახორციელებდა, მაგრამ კანონში ზუსტად არ იყო გაწერილი, რისი მონიტორინგის განხორციელება შეეძლო ომბუდსმენს.