სამართალი
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ძარცვის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ისინი ღამით ერთ-ერთი სახლიდან 400 აშშ დოლარისა და ორი საქორწინო ბეჭდის მოპარვას ცდილობდნენ. სახლის მეპატრონეები ამ დროს შინ არ იმყოფებოდნენ, თუმცა მძარცველები მეზობელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
პოლიციამ ქართველი კრიმინალები სადარბაზოში დააკავა. ეჭვმიტანილების ვინაობას სამართალდამცველები არ ახმაურებენ.