საზოგადოება
მომღერლები ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ითხოვენ

biz8თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მომღერალი ზაზა მამალაძე აცხადებს, მომღერლები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სასაცილო და მიუღებელია.

„მიმართვაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პროტესტს გამოვხატავთ და ვითხოვთ, რომ საქართველოში დაბადებულ ადამიანს, თხემით ტერფამდე ქართველს, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინონ. მიგვაჩნია, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუსაბუთებელი და სასაცილო იყო“, – განაცხადა მამალაძემ.

სპეციალურად შემუშავებულ მიმართვას ხელს აწერენ ანსამბლ „ქართული ხმების“ უფროსი თაობა, ანსამბლი „თბილისი“, „ფორტე“, „იმერი“, „ანჩისხატი“, ანზორ ერქომაიშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ოპერის სოლისტები.