საზოგადოება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს

weatherთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. 1 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გამოკეთდება.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, მზიანი ამინდი 1-6 ნოემბერს არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე აიწევს, მთაში კი მინუს 1-2 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.

ოქტომბრის ბოლოს  აღმოსავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროზე წვიმდა, მაღალ მთაში კი მოთოვა.