თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულ ლაშა დარბაიძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
როგორც თავად დარბაიძე აცხადებს, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების დავალებით მას შეხვდა პირი, რომელმაც საკონსულოს საიტზე განთავსებული ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფოტოების წაშლა მოსთხოვა. „ფოტოებზე აშშ-ის ელჩ ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ასახული. მე შევეწინააღმდეგე და უარი ვთქვი ფოტოების ამოღებაზე, რის შემდეგაც ერთ დღეში უფლებამოსილება შემიწყვიტეს. როდესაც ვიკითხე, რატომ უნდა ამომეღო ფოტო, მიპასუხეს, რომ ჩვენ ვსარგებლობთ დიდი პოპულარობით ქართულ დიასპორაში და ჩვენი ინტერესი ამ პიროვნების მიმართ ძალიან ცუდად იმოქმედებდა ხალხზე და გარკვეულ ბიძგს მისცემდა“, – განაცხადა დარბაიძემ.