შვეიცარიის „კომპრომისულ წინადადებას“ მოსკოვიც დათანხმდა
თბილისი, 31 ოქტომბერი,
საქინფორმი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე შუამავლის – შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ „კომპრომისულ წინადადებას“ რუსული მხარეც დათანხმდა. როგორც მოსკოვში გამართულ რუსეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედვედევის თანაშემწემ და მსო-ს შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებისთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი.
დვორკოვიჩი იმედოვნებს, რომ საქართველო დარჩენილ ტექნიკურ პრობლემებს რამდენიმე საათში მოაგვარებს. მისივე თქმით, რამდენიმე საკითხი დაზუსტებას საჭიროებს და ამ მიზნით შვეიცარიის დელეგაცია საქართველოშიც ჩამოვა.
მედვედევის თანაშემწის განცხადებით, უმნიშვნელო პრობლემების გადაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთი მსო-ს წევრი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე გახდება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ „კომპრომისულ წინადადებას“ ქართული მხარე 2011 წლის 27 ოქტომბერს დათანხმდა.