საზოგადოება
სოზარ სუბარი „ქართული პარტიიდან“ არ წასულა

sozarთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, სუბარი ამჟამად ჟენევაში იმყოფება და იგი, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ერთ-ერთი მრჩეველი, კონფერენციაში მონაწილეობს.

„სოზარ სუბარი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება. ჩვენ არ ვადასტურებთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან პარტია დატოვა“, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სუბარის „ქართული პარტიიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია, პარტიის ოფისის დაცვის თანამშრომლებზე დაყრდნობით, გუშინ რამდენიმე მედიასაშულებამ გაავრცელა.