სამართალი
კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ირღვევა

unashezgudulebiკახეთი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. კახეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრმა პროექტის – „ხელმისაწვდომი გარემო – გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ – ფარგლებში კახეთის რეგიონში გარემოს ხელმისაწვდომობაზე მონიტორინგი განახორციელა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები სავალალოა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. ხელმიუწვდომელია ინფრასტრუქტურა, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, არაეფექტიანი კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმები. 2009 წლიდან კანონი ყველას ავალდებულებს, ნებისმერი მშენებლობის დროს დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და შექმნას ხელმისაწვდომი გარემო. თუმცა რამდენად იცავენ კანონს და სთხოვენ თუ არა პასუხს კანონდარღვევაზე ვინმეს, გაურკვეველია, რადგან დღესაც არ არის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე მოწყობილი ეტლისთვის განკუთვნილი შესასვლელი ბილიკები.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ შაქრო ტერტერაშვილის განმარტებით, პირი, რომელიც მშენებლობის დროს პროექტში არ გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს, მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს.