კლიმიაშვილი ტვინის შერყევას გადაურჩა
თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. უზბეკეთის „პახტაკორის“ რიგებში მოასპარეზე ირაკლი კლიმიაშვილმა გასულ ტურში თავის დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი შეცვალეს. ტაშკენტელები გასვლაზე „ნეფტჩის“ ეთამაშებოდნენ, მე-40 წუთზე კლიმიაშვილს მოწინააღმდეგის იდაყვი საფეთქლის სიახლოვეს მოხვდა, რის გამოც ექიმებმა ჩათვალეს, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს წოლითი რეჟიმი რამდენიმე დღით გამოუწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხოლოდ მიკროშერყევას ჰქონდა ადგილი და კლიმიაშვილი მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
ქართველი ფეხბურთელის შეცვლის მომენტში მისი გუნდი უკვე 3:0 აგებდა „ნეფტჩისთან“. ტაშკენტელებმა ის შეხვედრა 4:1 წააგეს. ახლა 44 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. 26 ოქტომბერს უზბეკეთის თასის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც სწორედ კლიმიაშვილის გოლის წყალობით, „პახტაკორი“ იასპარეზებს. შეხვედრა 13 ნოემბრისთვის გადაიდო. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კლიმიაშვილი მანამდე სრულიად გამოჯანმრთელდება.