სამართალი
შეხვედრაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ და კახა კუკავამ ევროკავშირის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებზე, გააცნეს 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ იურისტების მიერ შემუშავებული სამართლებრივი დასკვნა და ისაუბრეს 2012 წლის არჩევნების პერსპექტივებზე.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ევროკავშირის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაციაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის თაობაზე.