რელიგია
ილია მეორე: „ვფიქრობ, საქართველო მომავალში განვითარებული და დემოკრატიული იქნება“

katalikos-patrთბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასეს შეხვდა.

რუმინეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში შედგა, ორი ქვეყნის რელიგიური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

რელიგიური საკითხების გარდა პატრიარქმა ქვეყნის განვითარებაზეც ისაუბრა და ბრძანა: „ვფიქრობ, საქართველო მომავალში იქნება განვითარებული და დემოკრატიული. ძალიან გვინდა, რომ საქართველო მომავალში იყოს დემოკრატიული ქვეყანა და სხვებს დაეხმაროს“.