სამართალი
საქართველოს პროკურატურის განცხადება

gulaSvili

თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურა „Georgian Times”–ის დამფუძნებელ მალხაზ გულაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი მალხაზ გულაშვილი დააკავეს.მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად დაკავებულ იქნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი დავით გულაშვილი.

მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

დავით გულაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან“.