პოლიტიკა
თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, „ევროკავშირმა საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა“.
მისივე ინფორმაციით, „ევროკავშირი რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს“.
გამოცემის წყაროს ცნობით, „აღნიშნული პროცესის დაჩქარებისკენ სწრაფვით ბრიუსელი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს“. „თბილისში ვიზიტად მყოფი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკომისიის სამმართველოს დირექტორი გუნარ ვიგანდი მაღალჩინოსან ქართველ ჩინოვნიკებს შეხვდა და პირდაპირ განუმარტა, რომ საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე თანხმობა მალე უნდა განაცხადოს. ვიგანდი საქართველოს დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში ევროკავშირი მზად იქნება, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 15 დეკემბერს მინისტრების კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით მიიღოს. ასეთ ვითარებაში რუსეთი მსო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე შევა, რაც თბილისისთვის სახის დაკარგვად იქცევა“, – წერს გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობის საქმის კურსში არიან.