სამართალი
ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვიდნენ

venecianskaya_komissia222თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს დედაქალაქს ეწვივნენ. ექსპერტები დღეს როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის გაცნობა და მასზე მომუშავე ჯგუფების მოსაზრებების მოსმენაა.

ექსპერტების უკან დაბრუნების შემდეგ გაიმართება ვენეციის კომისიის სხდომა, სადაც მათთვის გადაგზავნილ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე დასკვნას მოამზადებენ. დასკვნის მომზადებისა და საქართველოში გამოგზავნის შემდეგ, ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას უკვე პარლამენტი დაიწყებს.