პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ზედმეტად ნუ ამაჩქარებენ, შეცდომები მაინც მექნება“

bidzina-23თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში თბილისელებსა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, „ყველა მის ნაბიჯს გაგებით მოეკიდონ“.

„ნუ ელოდებიან, რომ ყოველდღიურად რაღაც საოცრებებს მოვახდენ. ჩემი პიროვნების გაიდეალიზებას ნუ შეეცდებიან. მე ჩვეულებრივი პიროვნება ვარ,  მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიზნესმენი „აჩქარების შემთხვევაში არც გამოუსწორებელი ნაბიჯების გადადგმას გამორიცხავს“. „ყველაფერი სიჩქარეს მოითხოვს, ხოლო ზედმეტმა აჩქარებამ შეიძლება, გამოუსწორებელი ნაბიჯები გამოიწვიოს და ეს უნდა გაიგონ. არსებობს ასეთი გამონათქვამი – „ვიჩქაროთ ნელა“. ზედმეტად ნუ ამაჩქარებენ, შეცდომები მაინც მექნება, მაგრამ, მე მგონი, თავს ავარიდებთ და მოვახერხებთ, რამე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.