უზბეკეთში კლიმიაშვილი სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია
თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. უზბეკეთის „პახტაკორში“ მოასპარეზე ქართველი შემტევი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური დიპლომიც გადაეცა. ქართველის გუნდი უზბეკეთის თასის გათამაშების ფინალში გავიდა, რაც, უმთავრესად, კლიმიაშვილის დამსახურებაა. პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფეხბურთელმა „შურთანის“ კარში გოლი გაიტანა, ანგარიში საყაიმო – 1:1გახადა, ხოლო შინ „პახტაკორმა“ განმეორებით მატჩში უგოლო ფრეთი დაასრულა შეხვედრა. კლიმიაშვილი და მისი თანაგუნდელები თასის ფინალში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კლიმიაშვილი „პახტაკორში“ განათხოვრების წესით „ანჟიდან“ გადავიდა და უზბეკეთში ნოემბრის ბოლომდე დარჩება. თასის ფინალი კი 26 ოქტომბერს გაიმართება.