სამართალი
ივანიშვილის პრესკონფერენცია მომავალ კვირას გაიმართება

shetanxmebaთბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემის საკითხზე ბიზნესმენის პრესსამდივნოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შეთანხმება მიღწეულია. ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელ ნონა ყანდიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე დეტალების შესათანხმებლად არხის ხელმძღვანელობას დღეს ბიზნესმენის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი შეხვდა.

რაც შეეხება პრესკონფერენციის გამართვის თარიღს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, ის მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს გაიმართება.

„არხის ხელმძღვანელობასა და ივანიშვილის პრესსამდივნოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ პრესკონფერენცია მომავალი კვირის დასაწყისში - ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს“, - განმარტა ბერძენიშვილმა.